თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

03 ოქტომბერი 2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი ბრენდის სახელმძღვანელო შექმნა და ბრენდირების პროცესი დაასრულა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი ბრენდის სახელმძღვანელო შექმნა და ბრენდირების პროცესი დაასრულა

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრენდირების ახალი სტრატეგია მაისის თვეში შეიმუშავა და ბრენდირების პროცესის სისტემატიზაციას უკვე დღეიდან უზრუნველყოფს.

აღნიშნული სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელება სამსახურის განვითარებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბრენდინგის პროცესში მნიშვნელოვანი იყო სამსახურის იდენტობაზე ყურადღების გამახვილება, რომელიც იქნებოდა ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის სახე და ჩაერთვებოდა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში.

ბრენდირების  სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა ახალი ლოგო, დაიბრენდა განახლებული ავტოპარკის მანქანები, თანამშრომლებისთვის დამზადდა სპეციალური ბრენდირებული ტანსაცმელი/ფორმები - ჟილეტები, მაისურები, ლაბადები, ქუდები და სხვა.

ლოგოს შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი იყო სწორი, ძლიერი და დასამახსოვრებელი ვიზუალის შექმნა, რომელიც მარტივი აღსაქმელი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ჩამოუყალიბდება ნდობას სამსახურის მიმართ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ემბლემა წარმოადგენს ლაჟვარდის არშიით შემოსაზღვრულ დაშვებულ ხმალზე განთავსებულ გადაშლილ წიგნს, რომლის მარცხენა გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია, ხოლო ხმლის ზემოდან გამოსახულია სტილიზებული ივერიული გვირგვინი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მისი შექმნის დღიდან,  საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. დღეიდან ამ პროცესს დასამახსოვრებელი ვიზუალით და ახალი იმიჯით გააგრძელებს.

უახლოეს მომავალში ახალი ბრენდბუქის ქვეშ დაგეგმილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდის  - www.sis.gov.ge  განახლება.