სექსუალური გამოძალვა
უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქმეების რიცხვი, სადაც როგორც ზრდასრულებისგან, ასევე ბავშვებისგან, ინტერნეტში მუქარისა და იძულების გამოყენებით ითხოვენ ინტიმური ხასიათის ფოტოების/ვიდეოების გაგზავნას. აღნიშნული დანაშაული ცნობილია სექსუალური გამოძალვის (Sextortion) სახელით და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფად.
მოკლე მიმოხილვა
Sextortion (სექსუალური გამოძალვა) - ეს არის ონლაინ შანტაჟის სახეობა, რომლის დროსაც გამომძალველი მსხვერპლს ემუქრება ინტიმური სურათების, ვიდეოების ან ინფორმაციის გავრცელებით. ისინი ცდილობენ მსხვერპლისგან ფულის მიღებას ან აიძულებენ გააკეთოს ის, რაც არ სურს. სექსუალური გამოძალვის მსხვერპლი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, თუმცა, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან და გაჯეტებთან. ზოგიერთი დამნაშავე ძალიან გამოცდილია, ხოლო ბავშვებს ხშირად არ აქვთ სათანადო უნარი და ცოდნა, რომ დაიცვან თავი გამომძალველისგან ან ამოიცნონ ისინი კომუნიკაციის დასაწყისშივე.
მოკლე მიმოხილვა
Sextortion (სექსუალური გამოძალვა) - ეს არის ონლაინ შანტაჟის სახეობა, რომლის დროსაც გამომძალველი მსხვერპლს ემუქრება ინტიმური სურათების, ვიდეოების ან ინფორმაციის გავრცელებით. ისინი ცდილობენ მსხვერპლისგან ფულის მიღებას ან აიძულებენ გააკეთოს ის, რაც არ სურს. სექსუალური გამოძალვის მსხვერპლი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, თუმცა, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან და გაჯეტებთან. ზოგიერთი დამნაშავე ძალიან გამოცდილია, ხოლო ბავშვებს ხშირად არ აქვთ სათანადო უნარი და ცოდნა, რომ დაიცვან თავი გამომძალველისგან ან ამოიცნონ ისინი კომუნიკაციის დასაწყისშივე.
აქედან გამომდინარე, სექსუალური გამოძალვის მზარდი მაჩვენებლის
გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების
ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის
ინტერნეტთან/გაჯეტებთან წვდომის დროს.
გამომძალველები სამიზნე პირებს
უმეტესწილად ირჩევენ სოციალური ქსელების, ონლაინ თამაშების, ვებკამერის, გაცნობის
აპლიკაციებისა თუ სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ისინი ხშირად
იყენებენ ყალბ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რათა ვირტუალურად მოიპოვონ
ნდობა და დაიმეგობრონ ბავშვები/მოზარდები.
იმ შემთხვევაში, თუ
პიროვნება, რომელსაც შეხვდით ონლაინ სივრცეში ან პირადად, გესაუბრებათ
სექსუალურ/ინტიმურ თემებზე ან გთხოვთ სექსუალური შინაარსის ფოტოებს/ვიდეოებს,
ინტიმურ საკითხებზე თქვენი მოსაზრების გაზიარებას ან/და გიყვებათ საკუთარ
სექსუალურ გამოცდილებაზე, ის შეიძლება სექსუალური გამომძალველი და ონლაინ
შანტაჟის განმახორციელებელი აღმოჩნდეს.
ასეთ დროს სექსუალურმა
გამომძალველმა შესაძლოა დაარწმუნოს მსხვერპლი, რომ იგი უკვე ფლობს ინტიმური
შინაარსის ფოტოს ან ვიდეო მასალას მისი გამოსახულებით, რომელსაც გაასაჯაროებს თუ
მსხვერპლი მას დამატებით არ გადაუგზავნის სხვა ფოტოებს ან ვიდეოებს. თუმცა,
უმეტესწილად აღნიშნული დანაშაული იწყება მაშინ, როდესაც ადამიანები ვარაუდობენ,
რომ კომუნიკაცია აქვთ თანატოლთან, რომელიც რეალურად დაინტერესებულია მათთან
გულწრფელი ურთიერთობით ან როდესაც პირი მათ სთავაზობს რაღაც ღირებულს ან უმიზეზოდ
ცდილობს მათი ნდობისა თუ კეთილგანწყობის მოპოვებას.
სირცხვილი, შიში,
უმწეობა, დაუცველობა და დაბნეულობა არის გრძნობები, რომლებიც ეუფლებათ
მსხვერპლებს და ხელს უშლის, რათა მოითხოვონ დახმარება ან ოფიციალურად განაცხადონ
ძალადობის შემთხვევის თაობაზე. უფროსებმა, მშობლებმა, მოზარდებმა თუ
ახალგაზრდებმა უნდა გაითავისონ ასეთი დანაშაულების ჩადენის ხასიათი და
ერთმანეთთან ონლაინ უსაფრთხოების საკითხები ღიად განიხილონ.
სექსუალური გამოძალვა ფინანსური დაინტერესების გამო (ანგარება)
ამ ტიპის დანაშაულის მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მოძალადის მხრიდან მსხვერპლის ინტიმური შინაარსის
ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება შემდგომში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
მსგავსი შემთხვევებისას, მოძალადე მსხვერპლისგან, მათ შორის ბავშვებისგან, ცდილობს მოიპოვოს სექსუალური
შინაარსის მასალა (ფოტო, ვიდეო, ინტიმური ხასიათის ხმოვანი და წერილობითი მიმოწერა) და შემდგომ
ემუქრება მისი გავრცელებით - თუ მსხვერპლი არ გადაუხდის თანხას ან/და არ შეასრულებს რაიმე მოქმედებას,
მისი მითითების შესაბამისად. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მიუხედავად იმისა, გადაიხდის თუ არა მსხვერპლი
მოთხოვნილ თანხას, ძირითად შემთხვევებში, მოძალადე მაინც ასაჯაროებს მის ხელთ არსებულ, სექსუალური შინაარსის
მასალას. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთი გზით მოპოვებული ბავშვის ინტიმური შინაარსის ფოტოებს/ვიდეოებს
დამნაშავეები სხვადასხვა დახურულ ონლაინ ჯგუფებში ყიდიან.
განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს მსხვერპლის სქესის ფაქტორი, როდესაც იგი ქალი/გოგონაა, მათთვის უფრო მეტად მატრავმირებელია ასეთი შინაარსის კომუნიკაციის არსებობის ფაქტის გამჟღავნებაც კი, ვიდრე მამაკაცებისთვის/ბიჭებისთვის. ფაქტია, რომ ქალებსა და გოგონებზე განსაკუთრებულ დამაშინებელ ზემოქმედებას ახდენს არათუ საზოგადოებაში, არამედ საკუთარ ოჯახში და ახლობლებშიც კი მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება (ე.წ „სახელის გატეხით“ დაშინება), რაც მათ განსაკუთრებულად მოწყვლად და ხელმისაწვდომ მსხვერპლებად აქცევს მოძალადის ხელში.
აღნიშნული ხასიათის დანაშაულს, მისი მძიმე მორალური და სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება მსხვერპლი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.
სექსუალური გამოძალვა და პედოფილია
პედოფილია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ზრდასრული ან შედარებით უფროსი მოზარდი განიცდის მომეტებულ ან ექსკლუზიურ სექსუალურ მიზიდულობას სქესობრივად მოუმწიფებელი ბავშვების მიმართ. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ პედოფილია განმარტებულია, როგორც „პარაფილია“ (გადახრა), სადაც სექსუალური ქმედებები ან ფანტაზიები, რომლებიც დაკავშირებულია სქესობრივად მოუმწიფებელ ბავშვებთან, არის სექსუალური აღგზნების მიღწევის მუდმივად სასურველი და ექსკლუზიური მეთოდი.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარმოებაში აქვს საქმეები, სადაც ფიგურირებენ სავარაუდოდ პედოფილი გამომძალველები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების გამოყენებით უკავშირდებიან მცირეწლოვან ბავშვებს, სხვადასხვა მანიპულაციებით ნდობაში შედიან მათთან და შემდგომში ცდილობენ დაყოლიებას, რათა ბავშვმა შეასრულოს მათთვის სასურველი ქმედება. დაყოლიებას ხშირად თან ახლავს ბავშვის იძულება შანტაჟით და მუქარით. კერძოდ, გამომძალველი ბავშვისგან ითხოვს ვიდეოზარის დროს გაშიშვლებას,
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარმოებაში აქვს საქმეები, სადაც ფიგურირებენ სავარაუდოდ პედოფილი გამომძალველები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების გამოყენებით უკავშირდებიან მცირეწლოვან ბავშვებს, სხვადასხვა მანიპულაციებით ნდობაში შედიან მათთან და შემდგომში ცდილობენ დაყოლიებას, რათა ბავშვმა შეასრულოს მათთვის სასურველი ქმედება. დაყოლიებას ხშირად თან ახლავს ბავშვის იძულება შანტაჟით და მუქარით. კერძოდ, გამომძალველი ბავშვისგან ითხოვს ვიდეოზარის დროს გაშიშვლებას,
შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას და გადაგზავნას, შეხვედრას ან ვიდეოზარისას სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელებას, სექსუალური შინაარსის მიმოწერას ან ბავშვისთვის სახიფათო სხვა მოქმედებას, რასაც შეუძლია ბავშვის ფსიქიკას მძიმე ტრავმა მიაყენოს.
როგორ ატყუებენ სექსუალური გამომძალველები ბავშვებსა და მოზარდებს ?
- გამომძალველები, რომლებიც მსგავს დანაშაულებს სჩადიან, არიან გამოცდილები. მოზარდთან დაკავშირების საშუალებად შესაძლოა გამოიყენონ ნებისმიერი ონლაინ ვებგვერდი, თამაში, აპლიკაცია ან პლატფორმა. გამომძალველმა კომუნიკაციის დამყარება შესაძლოა დაიწყოს კომპლიმენტებით, რომანტიკული ურთიერთობის დაწყების მოჩვენებითი სურვილით ან ნდობის სხვა ფორმით მოპოვებით;
- გამომძალველები ასევე იყენებენ კომუნიკაციის დამყარების ისეთ საშუალებას, როდესაც ინტიმური ფოტოების/ვიდეოების გადაგზავნის სანაცვლოდ მსხვერპლს მოტყუებით სთავაზობენ მისთვის მნიშვნელოვანს და ღირებულს. შესაძლოა ეს იყოს სამოდელო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა, ონლაინ თამაშებისთვის საჭირო კრედიტები და კოდები, ფული, კრიპტოვალუტა ან სასაჩუქრე ბარათები;
- ზოგიერთ შემთხვევაში, ნდობის მოსაპოვებლად გამომძალველები მოტყუებით არწმუნებენ მსხვერპლ მოზარდებს, რომ თვითონაც გაუგზავნიან ინტიმური შინაარსის მასალას ან მართლაც უგზავნიან და ამით ახალისებენ, რომ მანაც განახორციელოს ანალოგიური მოქმედება;
- ზოგიერთ შემთხვევაში, სექსუალური გამომძალველი პირდაპირ გადადის მუქარაზე და მოტყუებით არწმუნებს მსხვერპლს, რომ თითქოს მას უკვე აქვს ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მისი გამოსახულებით, რომელსაც გაავრცელებს, თუ მის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ასევე მოძალადე შესაძლოა დაემუქროს მოზარდს, რომ მისი მხრიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანს მიაყენებს მისთვის ძვირფას ადამიანებს ან სხვებს ეტყვის, როგორ ცუდად მოიქცა გადაგზავნილ ვიდეოში მოზარდი, რაც მისი და საყვარელი ადამიანების რეპუტაციას ძალიან დააზიანებს. პირველი ფოტოს/ვიდეოს ხელში ჩაგდების ან სექსუალური შინაარსის მიმოწერის დაწყების შემდეგ, გამომძალველები მსხვერპლს ძირითადად ემუქრებიან აღნიშნული ფოტოს, ვიდეოს ან მიმოწერის გავრცელებით და შანტაჟის გზით ცდილობენ დამატებითი ფოტოების/ვიდეოების მიღებასა და შემდგომი კომუნიკაციის გაგრძელება/გახანგრძლივებას.
როგორ გამოიყურება გამომძალველის პროფილი?
- გამომძალველები სოციალურ ქსელებში ხშირად ქმნიან ყალბ, მოზარდი გოგონებისა და ბიჭების პროფილებს;
- გამომძალველების ანგარიშებს ძირითადად ჰყავთ ცოტა მიმდევარი (Follower), მეგობარი და ადვილად მისახვედრია, რომ ახალი შექმნილია;
- ზოგიერთ შემთხვევებში, მეტი სანდოობისთვის, გამომძალველები სოციალურ ქსელებში ხდებიან ბავშვის ან მასთან დაახლოებული პირების გამომწერები/მეგობრები;
- გამომძალველები ზოგჯერ ახერხებენ მსხვერპლთან დაახლოებული პირების რეალური სოციალური ანგარიშების გატეხას (კიბერ დანაშაულის ინსტრუმენტების გამოყენებით) ან ქმნიან ზუსტად მსგავს პროფილებს, რაც მათ უადვილებს მსხვერპლთან კომუნიკაციის დაწყებას.
რა უნდა მოიმოქმედოთ სექსუალური გამოძალვის დროს:
- გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ დამნაშავე;
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იცოდეთ, რომ დახმარება და მხარდაჭერა შესაძლებელია;
- დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ყოველგვარი კომუნიკაცია დამნაშავესთან;
- არ გადაურიცხოთ თანხა, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ეს შეაჩერებს გამომძალველს;
- ეცადეთ შეინახოთ მტკიცებულებები;
- გადაიღეთ მიმოწერის ე.წ სქრინები;
- შეინახეთ წერილობითი თუ ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეოები და სურათები;
- მოინიშნეთ მომხმარებლის პროფილის სახელი/ლინკი, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და საბანკო ანგარიშის მონაცემები;
მშობლების საყურადღებოდ !:
ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც გააჩნია ინტერნეტთან და გაჯეტებთან წვდომა, შესაძლოა გახდეს სექსუალური გამოძალვის მსხვერპლი. ასეთ დროს მსხვერპლს ახასიათებს შემდეგი სახის ქცევა:
- საკუთარი თავის, ოჯახისა და მეგობრებისგან გარიყვა;
- სკოლაში შეფასებების გაუარესება ან აქტივობებისთვის თავის დანებება
- არაორდინალური ქცევა, რომელიც გამოიხატება მომეტებულ გაღიზიანებაში, შიში ან/და ამოუხსნელი სიბრაზე;
- ფსიქოლოგიური, ემოციური ან ფიზიკური ტრავმა;
- თვითდაზიანება ან მსგავსი სახის ქმედების განხორციელების ფიქრები/იდეები;
- ამოუხსნელი მისწრაფება, რომ გაიქცეს და შეიცვალოს ადგილმდებარეობა.
რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბავშვი გახდა სექსუალური გამოძალვის მსხვერპლი:
- დანაშაულის აღსაკვეთად აუცილებელია ბავშვთან/მოზარდთან ღიად საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ინტერნეტის საშუალებით უცხო პირებთან კომუნიკაციას; აუციელებელია წინდახედულობის გამოჩენა რისკების შემცველ ქცევასთან დაკავშირებით - ინტერნეტში ბავშვის/მოზარდის ფოტოს, ვიდეოს, მიმოწერის, კომენტარის, ადგილმდებარეობის ან რაიმე მაიდენტიფიცირებელი მონაცემის განთავსებით ფაქტობრივად გამოხატავთ თანხმობას, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მუდამ ხელმისაწვდომი იყოს;
- მუდმივად უნდა გაუმეოროთ ბავშვებს, რომ მსგავს შემთხვევაში ისინი არ არიან/არ იქნებიან დამნაშავეები, არამედ არიან მსხვერპლები;
- აუხსენით და ხშირად გაუმეორეთ ბავშვებს, რომ აუცილებელია, ღიად ისაუბრონ საკუთარ შიშებზე და შესაძლო საეჭვო კომუნიკაციაზე;
- წაახალისეთ ბავშვები, რომ ზრდასრულებთან (მშობელი, მასწავლებელი ან სხვა სანდო პირი) ისაუბრონ სექსუალური გამოძალვის ხასიათზე, ფორმებზე და შემთხვევებზე);
- გახსოვდეთ, რომ სექსუალური გამოძალვა შესაძლოა განხორციელდეს ინტერნეტის, ონლაინ თამაშების, აპლიკაციების და სხვა კომუნიკაციების გამოყენებით;
- აუცილებელია, რომ როგორც მშობელი გაეცნოთ და თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციოთ ის აპლიკაციები, ვებგვერდები და ონლაინ ფორუმები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ ბავშვები;
- აუცილებელია, ბავშვის ინტერნეტ აქტივობების რეგულარული მონიტორინგი და დროის ხანგრძლივობის საჭიროებისამებრ შემცირება;
- გახსოვდეთ, რომ ბავშვების აპლიკაციებზე და სოციალურ პლატფორმებზე გამოიყენოთ ძლიერი პაროლები და გქონდეთ მათი მონიტორინგის საშუალება;
- აუხსენით ბავშვებს, რომ მნიშვნელოვანია უცნობი პირებისგან მიღებული ფაილების, ინფორმაციის, შეტყობინებებისა თუ ზარების იგნორირება.
გახსოვდეს, შენ არ ხარ მარტო და ეს შენი ბრალი არ არის!
მოძალადის სურვილებისა და მითითებების შესრულება იშვიათად აჩერებს შანტაჟსა და ძალადობას!
გაჩუმება გამოსავალი არ არის!
თქვენი უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვა, დანაშაულის აღკვეთა და მოძალადის შეჩერება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეუძლია!
სექსუალური გამოძალვის შემთხვევაზე შეტყობინების გასაკეთებლად ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, (მალე რუსთავსა და გორში) ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ასევე ფუნქციონირებს მსხვერპლთა დახმარების სამმართველო, სადაც მუშაობენ პროფესიონალი და სპეციალიზებული თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ სათანადო უნარები, მხარდაჭერა აღმოუჩინონ სექსუალური გამოძალვის დანაშაულის მსხვერპლ პირებს.