თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

08 ივლისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს დელეგაციამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებათა კომიტეტს „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე მე-5 პერიოდული ანგარიში წარუდგინა.

ქართულმა მხარემ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს, წინა პერიოდული ანგარიშის მოსმენის შემდეგ - 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფასა და საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას ისახავს მიზნად.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გამახვილდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა და სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ხაზი გაესვა საგამოძიებო ორგანოს არჩეულ პოლიტიკას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე მსხვერპლის მაქსიმალურ ინფორმირებას და გამჭირვალე გამოძიების წარმოებას გულისხმობს.

5 და 6 ივლისს, ქალაქ ჟენევაში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.