თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

14 აპრილი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ საბუთებს:
  • შესაბამის განაცხადს (აპლიკაციას);
  • შემდეგი დოკუმენტების დასკანერებულ ასლებს:
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლს;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით პროკურატურის/მოსამართლის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
  • გასაუბრებაზე გადასული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარმოუდგინოს მის მიერ განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითიც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან.
  • დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
  • https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/70358...