15 მარტი 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებში ჩაერთო
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარულ აქტივობებში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაერთო.
დღეს, სისხლის უანგარო დონაციის აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
აქციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას და უკრაინაში გაგზავნასაც გეგმავს.