თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

11 აპრილი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განაცხადებები მიიღება 2022 წლის 11 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ელექტრონულ მისამართზე trainingcenter@tcj.gov.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
  • შენიშვნა: განმცხადებელმა, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ.
  • ავტობიოგრაფია / CV;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე - http://www.tcj.gov.ge/.../gamomdzieblis%20programa%202022...
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/712/