თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

25 მაისი 2022

საკანონმდებლო ცვლილებებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობა იზრდება

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური  საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობა იზრდება. კერძოდ, ფართოვდება სპეციალური  საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“  მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.ცვლილება ითვალისწინებს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გაზრდას - პროცესის მონაწილეთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას. წესრიგდება პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლებისა და იქ მოთავსებული პირების მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის დარღვეული უფლების შესახებ საჩივრით დაუბრკოლებლად მომართვის  საკითხები. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებებით ფართოვდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, რაც ამ უფლებებზე თანამშრომელთა თანაბარ ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს.

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე საკანონდებლო წინადადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 30 მარტს მიმართა.