თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

10 ნოემბერი 2023

კოკა კაციტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 3 მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა.
საგამოძიებო სამსახური სრულიად ორიენტირებული გახდა მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭირვალე გამოძიების სტანდარტებზე.
საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაძლიერდა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობა.
ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 153 პირია მხილებული.
ეფექტიანი გამოძიებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის სამსახურს, რეგიონალური ოფისები დაემატა და სათავო ოფისის მშენებლობის პროცესი დაიწყო.
ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:https://sis.gov.ge/.../642b00b19d11a_specialuri...