02 Mar 2022
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე
2022 წლის 2 მარტს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.