31 Mar 2022
პროექტის - “სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება” ტექნიკური კომიტეტის შეხვედრა

30 მარტს, პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება” ტექნიკური კომიტეტის შეხვედრა გაიმართა; პროექტი ხორციელდება ევროკავშირი საქართველოსთვის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით; კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად მიიღო; კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, განსახორციელებელ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა; შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე; კომიტეტის შეხვედრას „ევროპის საბჭო“-დან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენლები მაჰირ მუშტეიდზადა და კლემენს ბუკმონ და კოსტა, „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ გუნდის ლიდერი აგატა ნაიბო , „ევროპის საბჭო“-ს პროექტის უფროსი ოფიცრები - უჩა ბახტაძე და გიორგი გიორგაძე , სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფიო ჭარელი ესწრებოდნენ.