სიახლეები
ივნ 10, 2022
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“ შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების შესაძლებლობა ყველა თანამშრომელს ეძლევა
2022 წლის 7 ივნისს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“ შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების შესაძლებლობა, საგამოძიებო და გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა, სამსახურის ყველა თანამშრომელს ეძლევა.
კანონის ამოქმედების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს სოფიო ჭარელს, უწყების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე შესრულებული განსაკუთრებული სამუშაოსა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის სპეციალური წოდება - „უმცროსი იურისტი“ მიანიჭა.
სოფიო ჭარელს საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში“ და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“ სხვადასხვა თანამდებობებზე იყო დასაქმებული.