სიახლეები
მაი 18, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალური საგამოძიებო
სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების
მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ
რეჟიმში აწარმოებს.
საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის
ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი
და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა. მოქალაქე რ.ბ-ს
რაიონულ სამმართველოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური
ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო
სამსახური, საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას
შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი
შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.
სპეციალური საგამოძიებო
სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის
მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს.