სიახლეები
აპრ 07, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით,
სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე საკანონმდებლო
წინადადების განხილვა დაიწყო სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და მისმა მოადგილემ ნათია
სონღულაშვილმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
წარმომადგენლებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილ
წინადადებაზე სამუშაო გასვლით შეხვედრაზე იმსჯელეს.
შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უძღვებოდა.დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტს კონკრეტული წინადადებით გასულ კვირას მიმართა.
პარლამენტისთვის
წარდგენილი საკითხები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ
საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება, რაც საგამოძიებო
სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს
მიზნად.
უფრო
კონკრეტულად, ეს ეხება პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის
უფლების, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ სპეციალური
საგამოძიებო სამსახურისათვის საჩივრით დაუბრკოლებლად მომართვის
შესაძლებლობის საკითხებს, ასევე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო
უფლებამოსილების გაზრდას - დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ
გამოყენებას და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოვებას.
სამუშაო
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურში
დასაქმებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების
გაძლიერების საკითხები.
ასევე,
ხაზი გაესვა სამსახურის საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას,
რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზნების ეფექტურად
განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია.
„კანონში
შესატანი ცვლილებები ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ გაიზარდოს სამსახურის
დამოუკიდებლობა, განვითარდეს სამსახური, გაუმჯობესდეს დაზარალებული
მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და გაფართოვდეს თანამშრომლების
სოციალური გარანტიები“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსმა, კოკა კაციტაძემ.
საკანონმდებლო
წინადადებით ცვლილებები უნდა შევიდეს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
შესახებ“ კანონში, „პატიმრობის კოდექსში“, „საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონში და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში. სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები - შინაგან
საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
მონაწილეობდნენ.