ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

თებ 09, 2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ ფარგლებში,  წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და სამხრეთ კავკასიის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის უფროსმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა მიმართეს.

 

„შეხვედრის მიზანი სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის გადახედვა იყო, რომელიც არასათანადო მოპყრობის დანაშაულების გამოძიებას ეხება.  ჩვენ ვთანამშრომლობთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ვაკვირდებით მის მუშაობას, რადგან გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ასეთი სამსახურის შექმნას ვუწევდით ადვოკატირებას. გვესმის, რომ მას აქვს გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ყოველთვის სენსიტიური საკითხია.“- განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

 

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა სამოხელეო დანაშაულისა და არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის პრინციპები. საუბარი შეეხო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ასევე წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, ჩვენების ან განმარტების მიცემის იძულების გამიჯვნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს.

 

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,  კვალიფიკაციის გამიჯვნის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნაც დაიგეგმა.

 

„სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად სწრაფად და სწორად მოხდეს არასათანადო მოპყრობის საქმეებზე კვალიფიკაციის განსაზღვრა.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ.

 

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური პროკურატურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.