სიახლეები
ივლ 04, 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შპს „სფერო ნიუსის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ორი პირი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ
რომ 2023 წლის 14 მარტს, „სფერო ნიუსის“
ჟურნალისტი თ.ყ. თბილისში, გაზაფხულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას
ასრულებდა და რესპოდენტისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდა.
რეპორტაჟზე მუშაობის დროს, რესპოდენტის
შვილებმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს. კერძოდ, ბრალდებულები შეეცადნენ ვიდეოკამერის წართმევას, რა დროსაც ჟურნალისტზე
ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ჟურნალისტს
პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის
დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 23 ივნისს
, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნ.კ.-ს და ი.კ-ს ბრალი წარედგინათ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება
12 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდება 8 პირს წარედგინა.