ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამიზნე ჯგუფებში რეგიონული შეხვედრები გამართა

თებ 24, 2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამიზნე ჯგუფებში რეგიონული შეხვედრები გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამიზნე ჯგუფებში რეგიონული შეხვედრები გამართა

 

ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისმოადგილეებმა - ნათია სონღულაშვილმა და გიორგი კვარაცხელიამ, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთადახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიქ. გორსა და ქ. ბორჯომში გამართეს.  

 

რეგიონული შეხვედრები ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პროექტის უფროსმა ოფიცერმა ეთერ ყამარაულმა გახსნა.

 

შეხვედრის მიზანს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების, შეტყობინებისა და საჩივრის მექანიზმის შესახებ სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

 

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა, სამსახურის საქმიანობის 10 თვის ანგარიში წარადგინა. ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მანდატის ფარგლებში, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.