სიახლეები
აპრ 04, 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული ყველა პროექტი და რეფორმა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფას, მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, ევროკომისიის თორმეტპუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია. ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და
გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე: