სიახლეები
მარ 24, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და მოადგილე ნათია სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.
პეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და მოადგილე ნათია სონღულაშვილი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი
ოხანაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე
მხარეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც სამსახურის ინსტიტუციური და
ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ეს ეხება
დაზარალებულთა უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს.
საკანონმდებლო
ორგანოსთან თანამშრომლობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზნების
ეფექტურად განხორციელებისთვის მომავალში აქტიურად გაგრძელდება.
საქართველოს
პარლამენტში გამართულ შეხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის
მოადგილე რატი იონათამიშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები ესწრებოდნენ.