ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

მარ 21, 2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

 

კოკა კაციტაძემ, ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ვრცლად ისაუბრა, რომელიც ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

 

ღონისძიებას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში სტეფან სირბუ უძღვებოდა.

 

კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომელიც სამსახურის წინაშე, გაზრდილი უფლებამოსილების ფონზე, 2022 წლის მარტიდან არსებობდა და აღნიშნა, რომ  ევროპის  საბჭოს ოფისისა და მისი პროექტის მხარდაჭერით, სამსახურმა ამ გამოწვევებთან გამკლავება ეფექტურად შეძლო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ვრცლად მიმოიხილა ის პროექტები, რომელიც 2022 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. კერძოდ, ეს ეხება მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნას, დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედებას და ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.

 

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს, ყოველგვარი სტატუსის გარეშე საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობა მიეცა და ამით სამსახური სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციას პირდაპირ ასრულებს. ეს არის გამჭვირვალე გამოძიების წარმოების უპრეცედენტო შემთხვევა.

 

საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც არის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება. საგამოძიებო ორგანო არასათანადო მოპყრობის თითოეულ მსხვერპლს, ნებისმიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვას  სთავაზობს.

 

ორივე პროექტმა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით გაიარა ექსპერტიზა და მთელ რიგ კომპონენტებში  დადებითი შეფასება მიიღო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და განმარტა, რომ ეს არის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ამ კუთხით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა მემორანდუმს, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გაფორმდა და რომელიც მიზნად ისახავს სამოხელეო დანაშაულის პრევენციის მიზნით სპეციალური საბჭოს შექმნას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

 

კოკა კაციტაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომიტეტის შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, სამსახურის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს პროგრამის მენეჯერი, მე-2 განყოფილების უფროსი დონჩე ბიშკოვსკი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი მიხაილო ისკრა, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.