ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

ოქტ 11, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

ღონისძიებას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა;

კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს დაუთმო და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების პროცესში მათ როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, ევროპის საბჭოს ოფისი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უწევს ისეთი ღონისძიებების განხორციელებაში, როგორიც არის სამსახურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით რეგიონალური შეხვედრების გამართვა, თემატური ტრენინგების ჩატარება. ასევე, ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით გაიწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საჭიროებების შეფასების დოკუმენტი.

აღსანიშნავია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციისა და პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და მასალების გაცნობის საშუალება, არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ექნება. აღნიშნული დოკუმენტი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს გააცნო.

ასევე, ევროპის საბჭოს ექსპერტების დახმარებით შემუშავდა სამომავლო გეგმები.

როგორც კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც არის დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედება, რაც მსხვერპლებს მისცემს საშუალებას, მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება თემატური ტრენინგების გაგრძელება, განსაკუთრებით, არასრულწლოვნებთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგების ჩატარება. ასევე სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზგასმით გამოყო გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობის როლი, რომლის შექმნაც ევროკავშირთან ასოცირების გეგმის ნაწილი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით, დარგის ექსპერტების მონაწილეობით სპეციალური დოკუმენტის შექმნა, სადაც დეპარტამენტის საქმიანობის თითოეული პუნქტი გაიწერება. ეს კი გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
კოკა კაციტაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომიტეტის შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, სამსახურის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი მიხაილო ისკრა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული ესწრებოდნენ.