ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით „მსხვერპლის/მოწმის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გამოკითხვის თავისებურებებზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ

დეკ 12, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადებას აქტიურად აგრძელებს.

6 -11 დეკემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს „მსხვერპლის/მოწმის და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გამოკითხვის თავისებურებებზე“ ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი 2 ეტაპად, ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში, კახეთში მიმდინარეობდა, რომელსაც ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის, როგორც გამოკითხვის თავისებურებების გაცნობა, ასევე თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების შესწავლა გახლდათ. სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გამოკითხვისას, მათი უფლებების და ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას.

გადამზადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 38-მა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებმა, გამომძიებლებმა, ოპერატიულმა მუშაკებმა და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა.

ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, ეთერ ყამარაულმა გახსნა, რომელმაც ხაზი აღნიშნული საკითხის აქტუალობას გაუსვა და არასრულწლოვნის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.