სიახლეები
ივნ 08, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საინფორმაციო პოსტერები თბილისის მეტროსა და ავტობუსებში განთავსდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საინფორმაციო პოსტერები თბილისის მეტროსა და ავტობუსებში განთავსდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მისი უფლებამოსილების შესახებ საინფორმაციო პოსტერები შეიმუშავა და თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში განათავსა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირების კუთხით, შესაბამის ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.
საინფორმაციო პოსტერზე წარმოდგენილია ინფორმაცია სამსახურის ფუნქციების და იმ დანაშაულების შესახებ, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. პოსტერის საშუალებით, მოქალაქე, ასევე, მიიღებს ინფორმაციას, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა დაუკავშირდეს აღნიშნულ სამსახურს.
ეს ინიციატივაევროკავშირის (EU), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR), ქალაქ თბილისის მერიის და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.