სიახლეები
თებ 13, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სტაჟიორ-გამომძიებლების შესარჩევი კონკურსი დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სტაჟიორ-გამომძიებლების შესარჩევი კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2023 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ საბუთებს:
- შესაბამის განაცხადს (აპლიკაციას).
- შემდეგი დოკუმენტების დასკანერებულ ასლებს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლს;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს;
- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ან სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან საერთო მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
- კანდიდატი წარმატებით გაივლის კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა), თუ მის მიერ წარდგენილი განაცხადი (აპლიკაცია) და თანდართული დოკუმენტაცია დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს.
- კონკურსის მეორე ეტაპი თავის მხრივ შედგება სამი ეტაპისგან - ტესტირება სპეციალობაში (პროფესიული), ტესტირება ზოგად უნარებში და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.
კონკურსის შედეგად ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა კანდიდატი, რომელიც თავისი პროფესიული ცოდნით, კვალიფიკაციით, შესაძლებლობებით, პიროვნული თვისებებითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება სტაჟიორ-გამომძიებლისთვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას, დამატებით საკვალიფიკაციო და სპეციალურ მოთხოვნებს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/76296?active=1