სიახლეები
ივლ 05, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.