სიახლეები
მარ 25, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “პოსტვის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ
საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური,
სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,
ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.