სიახლეები
დეკ 11, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან
დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული
ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური,
სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად,
ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.