სიახლეები
დეკ 20, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, “TV პირველის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს.