სიახლეები
აპრ 14, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულად წარადგენს შემდეგ საბუთებს:
- შესაბამის განაცხადს (აპლიკაციას);
- შემდეგი დოკუმენტების დასკანერებულ ასლებს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლს;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ განათლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს;
- საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით პროკურატურის/მოსამართლის/ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
- გასაუბრებაზე გადასული კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარმოუდგინოს მის მიერ განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კანდიდატი ვალდებულია შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითიც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან.
- დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
- https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/70358...