სიახლეები
მარ 18, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხი”-ს გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე
2022 წლის 18 მარტს,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია
“მთავარი არხი”-ს გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის
მეორე ნაწილით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში
ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.