სიახლეები
მაი 18, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის, საგამოძიებო პროცესზე შიდა მონიტორინგის განხორციელების, ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტი შექმნა.
ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესში, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა აღნიშნული დეპარტამენტი, რომლის მიზანია, სამსახურმა წარმატებით გაართვას თავი და გააუმჯობესოს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, კონტროლს სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეების დროულ, ეფექტიან და კვალიფიციურ გამოძიებას უწევს; უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზს; ახორციელებს გამოძიების სტანდარტების კვლევას; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, განსაზღვრავს გამომძიებელთა გადამზადების საჭიროებებს და მონაწილეობას მიიღებს მათი კვალიფიკაციის ამაღლების დაგეგმვის პროცესში.
დეპარტამენტი საჯარო კონკურსების გზით შერჩეული, შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტდა.