ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

ივნ 16, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი - ლაშა კობახიძე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი - გიორგი ხაჩიძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს გაზრდილი ფუნქციები და საგამოძიებო პროცესის წარმოების სპეციფიკა. ასევე, სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საგამოძიებო სამსახურში დასაქმების, კონკურსისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ.

შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ირაკლი შენგელია ესწრებოდა.

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.