სიახლეები
ნოე 20, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის
დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი
და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ
რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.