ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

ივნ 22, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები - ქეთევან თეთრაული და კახაბერ სოსელია ამჯერად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. განიხილეს გაზრდილი ფუნქციები და საგამოძიებო პროცესის წარმოების სპეციფიკა.

ასევე, სტუდენტებმა საგამოძიებო სამსახურში დასაქმების, კონკურსისა და სტაჟირების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული სტუდენტებისთვის სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა და შემდგომ დასაქმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობისა და საგამოძიებო კომპეტენციის შესახებ. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქციული იყო. მათი მხრიდან წამოიჭრა საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ და განვიხილეთ. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს საზოგადოებაში და მათ შორის სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შესაბამისად, სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი მსგავსი ტიპის შეხვედრის გამართვა. მე მინდა წარმატება ვუსურვო მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა.

„საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაფართოებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის საზღვრები და მანდატი, რაც საინტერესო სიახლეა. ვფიქრობ, ეს დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მათი საქმიანობა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის.“ - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ჩიქოვანმა.