ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

მარ 06, 2024

კოკა კაციტაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან ერთად, პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დარჩაშვილი და გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე იმყოფებიან.
საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სწორედ ამ მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა ხელი ქალაქ ერევანში მოაწერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს, კოკა კაციტაძემ და არგიშტი კიარამიანმა სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ პროექტებზე და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოლეგა უწყების წარმომადგენლებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები, სომხეთის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები აშოტ სმბატიანი და გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.