ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

კოკა კაციტაძემ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მაი 25, 2023

კოკა კაციტაძემ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კოკა კაციტაძემ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ქალაქ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის (IPCAN) რიგით მე-8 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის  (Independent Police Complaints Authorities’ Network) წევრი ოფიციალურად გახდა.

 

 

საერთაშორისო ქსელი ინგლისის და უელსის, საფრანგეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის, ნორვეგიის, ესპანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოუკიდებელ საგამოძიებო სამსახურებს და ომბუდსმენის ინსტიტუტებს აერთიანებს.

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიზანს წევრი ინსტიტუტების კოორდინირებული მოქმედებების გზით, მათი გაძლიერება, მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

 

 

წლიური შეხვედრა საერთაშორისო ქსელის ახალი წევრების - საქართველოს, პოლონეთის და სლოვენიის წარდგენას, თანამშრომლობის გაძლიერებას და წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად მისაღები დეკლარაციის განხილვას მიეძღვნა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს მოქალაქეთა უფლებების დაცვის და ეფექტურიზედამხედველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

 

 

კოკა კაციტაძემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  უწყების გაძლიერების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მან,  ასევე, კოლეგა უწყებათა საქმიანობის გაცნობის, მათთან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის დამყარების და ქსელის ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 2017- 2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიზნით  ეფექტიანი რეფორმები განეხორციელებინა. შესაბამისად,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მისიაა, შექმნას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის გარანტიები, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიებით მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან გადაჭარბებული, არაპროპორციული და უკანონო ძალის გამოყენების ფაქტებზე. ამასთან, დადებითი გავლენა იქონიოს სამართალდამცავ ორგანოებზე სისტემის გაჯანსაღების, განვითარებისა და ეფექტური მუშაობის თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ კოკა კაციტაძემ ქალაქ სტრასბურგში, დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებების საერთაშორისო ქსელის წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებების საერთაშორისო ქსელის (IPCAN) რიგით მე-8 წლიური შეხვედრა, 2023 წლის წლის 23 მაისს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დამცველი და IPCAN-ის თავჯდომარე  კლერ ჰედონი უძღვებოდა.

 

 

შეხვედრას საფრანგეთის, ბელგიის, დანიის, ინგლისის და უელსის, ირლანდიის, სლოვენიის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ნორვეგიის დამოუკიდებელი საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.