სიახლეები
სექ 06, 2023
კოკა კაციტაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშ თიკიარამიანს და მის მოადგილეს არსენ აივაზიანს უმასპინძლა.
საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მიზანს სხვადასხვა საგამოძიებო მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ, სტუმრებს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ფუნქციები და ის რეფორმები გააცნო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დასამკვიდრებლად გაატარა.
ასევე, ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ ინციატივებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის, მოქალაქეებისთვის საქმის მასალებთან წვდომის შესაძლებლობის მიცემაზე, დაცვის სპეციალური ღონისძიებების დანერგვასა და ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებაზე.
სამსახური სუფროსმა მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის დელეგაციის წევრებს ქალაქ ქუთაისში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოფისში უმასპინძლა .
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საგამოძიებო მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და გენერალური კონსული ნარინე მატოსიანი ესწრებოდნენ.