სიახლეები
ოქტ 24, 2022
კოკა კაციტაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
კოკა კაციტაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამსახურის გაზრდილ მანდატზე, საქმიანობის ძირითად პრინციპებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ელჩს და MASHAV -ის ხელმძღვანელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სასწავლო კურსებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებაზეც ისაუბრა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნათია ფირაშვილი და MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო) ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი.