სიახლეები
იან 17, 2024
კოკა კაციტაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის
საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო. კოკა კაციტაძემ ხაზი
გაუსვა, საქართველოს პარლამენტთან ერთად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
მიერ გაწეულ სამუშაოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების
შესასრულებლად, უწყების გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის
თვალსაზრისით. სამსახური აქტიურად არის ჩართული მისი ფუნქციური და
ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური
ინსპექტორატის (GIBS) ერთობლივი მონაწილეობა დამოუკიდებელ საგამოძიებო
ორგანოთა საერთაშორისო ქსელებში. განხილულ იქნა კოლეგა უწყებებს შორის
სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და სამომავლო
თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო
საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სოფო ჭარელი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.