სიახლეები
მარ 18, 2022
კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართა.
„უმნიშვნელოვანესია
საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერა სამსახურის კონკრეტული სტრატეგიის და მიზნების განხორციელების
პროცესში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი
დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და
დამოუკიდებელი გამოძიებაა.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.