ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

კოკა კაციტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

მარ 22, 2023

კოკა კაციტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

კოკა კაციტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაიკე ვან კოლდამს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო, რაც  დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამსახურის ფუნქციებზე ისაუბრა და მიმოიხილა ის ამოცანები და მიზნები, რასაც დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური ემსახურება, ასევე საუბარი შეეხო ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმას, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

შეხვედრაზე, კოკა კაციტაძემ ყურადღება გაამახვილა გამოძიების პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე, ამ მიზნით ნიდერლანდების ომბუდსმენის სამსახურთან პარტნიორული თანამშრომლობის დამყარება არსებითად  ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას.

 

ასევე საუბარი შეეხო ნიდერლანდებთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებს.

 

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და მომავალ თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მეორე მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი ჟული ნილენი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.