ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

კოკა კაციტაძე ირლანდიაში ,,გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ წევრებს შეხვდა

ნოე 01, 2023

კოკა კაციტაძე ირლანდიაში ,,გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ წევრებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ირლანდიაში, ქ.დუბლინში ,,გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ (GSOC) კომისრებს - ემილი ლოგანსა და ჰიუ ჰიუმის შეხვდნენ.

 

,,გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისია“ (GSOC) დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომელიც ირლანდიაში, პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს. იგი ასევე პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელის (IPCAN) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, რომელიც ეროვნული საპოლიციო ძალების ზედამხედველობას და მსხვერპლთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე, მხარეებმა  დამოუკიდებელი საგამოძიებო ფუნქციის მქონდე ორგანოების უფლებამოსილებაზე, მიღწევებსა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკა, გამომძიებლების გადამზადების და მათი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო დანაშაულის მსხვერპლებთან კომუნიკაციისა და სამართალდამცავ უწყებებთან ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხებს.

 

ქ. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელ ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (IPCAN), საგამოძიებო ორგანოების კოორდინირებულ და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშული ქსელის წევრი ოფიციალურად 2023 წლის მაისში გახდა.

 

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

ქ.დუბლინში გამართულ შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი და  ,,გარდა სოჩანა ომბუდსმენის კომისიის“ საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  ჯონ ლიმენი ესწრებოდნენ.