სიახლეები
ნოე 10, 2023
კოკა კაციტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა
კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის 3 მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე
გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა.
საგამოძიებო სამსახური სრულიად ორიენტირებული გახდა მოქალაქის უფლებების დაცვაზე და ადაპტირდა გამჭირვალე გამოძიების სტანდარტებზე.
საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით გაძლიერდა სამსახურის ფუნქციური დამოუკიდებლობა.
ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 153 პირია მხილებული.
ეფექტიანი გამოძიებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის
სამსახურს, რეგიონალური ოფისები დაემატა და სათავო ოფისის მშენებლობის
პროცესი დაიწყო.
ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის
ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად
შესასრულებელ რეკომენდაციებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:https://sis.gov.ge/.../642b00b19d11a_specialuri...