ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი გაიმართა

ოქტ 19, 2023

ევროკავშირის მხარდაჭერით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი გაიმართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში 2 ეტაპად  ჩაუტარდათ.

 

სემინარი ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომესმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ  გახსნეს.

 

ტრენინგის მიზანს მონაწილეთა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თეორიული მომზადება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენდა

 

სამდღიანი სემინარი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგებოდა და აგებული იყო პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც მონაწილეებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში სწორად გამოყენებისა და მედიასთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. მათ შორის მონაწილეებმა მომზადება გაიარეს: ეფექტიანი კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, გადმოცემის ტექნიკების და აუდიტორიასთან მუშაობის საკითხებზე.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნის პირველი დღიდან საზოგადოებასთან და მედიასთან ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს, რაც სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ამ პროცესში მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თანამშრომელთა კომუნიკაციის სხვადასხვა უნარების გაძლიერებას და კვალიფიკაციის ამაღლებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს. .

 

ტრენინგი ოქტომბრის თვეში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ყაზბეგსა და კახეთში მიმდინარეობდა, რომელსაც კომუნიკაციის მოწვეული ექსპერტი მარიამ სხილაძე უძღვებოდა.

 

გადამზადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 20-მა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებმა და გამომძიებლებმა.