ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდა

სექ 23, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩაუტარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს, ოპერატიულ მუშაკებს, სტაჟიორ-გამომძიებლებს და ხარისხის შეფასების სპეციალისტებს ევროპის საბჭოს დაფინანსებითა და ორგანიზებით „დაზიანებათა დოკუმენტირება“-ზე ტრენინგი ჩაუტარდა. 

ტრენინგის მიზანია  მონაწილეებს გააცნოს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირების შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად  დაზიანებების აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტები, შიდა სახელმწიფოებრივი მარეგულირებელი აქტები, პრაქტიკული მიდგომები და დოკუმენტაციის შევსების პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანობის  ზრდას წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებაში. სასწავლო კურსს ევროპის საბჭოს მოწვეული ტრენერი, საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან ბერიაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიება  ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში’’ უფროსმა ოფიცერმა ეთერ ყამარაულმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა გახსნეს. მათ აღნიშნული ტრენინგის აქტუალობასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გაზრდიდან გამომდინარე, თანამშრომელთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც იგეგმება. სწავლების უწყვეტი ციკლის ორგანიზაციულ დონეზე დანერგვის მიზნით, შესაბამისი პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს.  შემუშავდა კომპლექსური ტრენინგის საჭიროების ანალიზის კითხვარი, რომლის პრაქტიკაში იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.