სიახლეები
მარ 16, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა საფეხბურთო გუნდი საქველმოქმედო ტურნირის ჩემპიონია
საქველმოქმედო ტურნირი მინი ფეხბურთში
„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის“ და „7x7 ფეხბურთის ასოციაციის” ერთობლივი
ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირის მიზანს ომით დაზარალებულ ქალთა მხარდაჭერა წარმოადგენდა. ტურნირიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ომით დაზარალებულ ქალთა საჭიროებებს.
ჩემპიონატში 32-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ფინალში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საფეხბურთო გუნდმა „ბენე ჯგუფის“ გუნდი 2-1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.