ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარ 09, 2022

2022 წლის 2 მარტს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატ შ.თ.-ს მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიებადაიწყო.
ადვოკატ შ. თ.-სთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.