სიახლეები
მარ 30, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებაში დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას აწარმოებს
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს სამსახურის შესახებ
ინფორმაცია გააცნეს და საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები დაურიგეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია თუ ვის და როგორ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, მოქალაქეთა უფლებების დარღვევის, ასევე მათი პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დასაცავად.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 199, მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალური ქსელისა და ვებ-გვერდის საშუალებით. ასევე, უშუალოდ სამსახურის ოფისებში მომართვით.
სამსახური კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.