სიახლეები
იან 06, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს,
მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ
პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების
უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, ყველა საჭირო
საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს.