ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა

აპრ 13, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა

შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ ვახტანგ გომელაურს სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, სამომავლო განვითარების ხედვა და ძირითადი გამოწვევები გააცნო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მინისტრს და მის მოადგილეებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივა წარუდგინა.
აღნიშნული საბჭოს შექმნა სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს. საბჭოს მუშაობაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე დაესწრნენ.