ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

კოკა კაციტაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

მარ 22, 2024

კოკა კაციტაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გიორგი ამილახვართან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი განიხილეს, რომელიც არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლებში საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობას ეხება.

აღინიშნა, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად, ორივე უწყების კოორდინირებული მუშაობა და ამ პროექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო მეტი სკოლის ჩართვა მნიშვნელოვანია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლებში შეხვედრებს, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვიდან დაიწყო, გამომძიებლები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები უძღვებოდნენ და სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეთანხმდნენ, რომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადილე გელა გელაძე ესწრებოდნენ.